ავტორიზაცია

ინტერი მზადაა ბალოგუნის სანაცვლოდ 40 მილიონი გადაიხდოს - არსენალის მოთხოვნა უფრო დიდია

ინტერი მზადაა ბალოგუნის სანაცვლოდ 40 მილიონი გადაიხდოს - არსენალის მოთხოვნა უფრო დიდია
თარიღი 17 Jul 2023, 18:05
The Athletic-ის ცნობით, "არსენალის" თავდამსხმელმა ფოლარინ ბალოგუნმა შესაძლოა კარიერა "ინტერში" გააგრძელოს.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი 22 წლის ამერიკელის გაყიდვიდან მინიმუმ 50 მილიონი ევროს გამომუშავებას აპირებს, "ინტერი" კი მხოლოდ 40 მილიონს სთავაზობს. 

გასულ სეზონში ბალოგუნი იჯარით ფრანგულ "რეიმსში" თამაშობდა. 

ლიგა 1-ში ახალგაზრდა თავდამსხმელმა 37 მატჩში, 21 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.