რამდენ მილიონს დაკარგავს პსჟ მბაპეს უფასოდ დაკარგვის შემთხვევაში?
კილიან მბაპეს უფასო წასვლა „პსჟ-ს“ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს მოუტანს.
ფრანგმა ფორვარდმა პარიზულ კლუბს შეატყობინა, რომ კონტრაქტს 2025 წლამდე არ გაახანგრძლივებს. მას გუნდში 2024-მდე დარჩენა სურს, ამ დროს კი კლუბი მისი უფასოდ დაკარგვის კატეგორიული წინააღმდეგია და მბაპეს ორ ვარიანტს სთავაზობს: ან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, ან წელსვე წავიდეს.
The Athletic-ის ინფორმაციით, თუ მომავალ ზაფხულს მბაპე „პსჟ-ს“ უფასოდ დატოვებს, ეს პარიზულ გუნდს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებამდე მიიყვანს და ისინი ჯამში 175 მილიონ ევრომდე დაკარგავენ.
არ არის გამორიცხული, რომ ამის გამო „პსჟ-ს“ სხვა ფეხბურთელების გაშვება და საკადრო ცვლილებების ჩატარება მოუწიოს. კილიანის უფასო წასვლა კლუბს ფინანსური ფეირ-პლეისთანაც პრობლემებს შეუქმნის.
კილიან მბაპეს მომავლის გაურკვევლობის გამო, „პსჟ-მ“ რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა.
ამავდროულად, პარიზელებმა საკუთარ ლიდერთან გაურკვევლობის მოსაგვარებლად დრო 31 ივლისამდე დაიწესეს - თუ იქამდე მხარეებმა ვერაფერზე მოილაპარაკეს, „პსჟ“ მბაპეს ფასს ოფიციალურად დაადებს და კლუბებთან მოლაპარაკებებს წამოიწყებს.