ბაიერნი ზომერის ტრანსფერში ინტერსგან 6 მილიონ ევროს ითხოვს
"ბაიერნი" მილანის "ინტერთან" მეკარე იან ზომერის ტრანსფერზე მოლაპარაკებებში უკან დახევას არ აპირებს.
34 წლის შვეიცარიელი "ნერაძურის" უკვე შეუთანხმდა, ახლა კი მილანურ კლუბს "ბაიერნთან" ტრანსფერის პირობების შეთანხმება სჭირდება.

ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მიუნხენელები მეკარეს მხოლოდ 6 მილიონ ევროდ გაათავისუფლებენ - ეს არის მის კონტრაქტში გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა.
მოსალოდნელია, რომ "ინტერი" დააკმაყოფილებს "ბაიერნის" მოთხოვნას, თუ ისინი არ დაარწმუნებენ გერმანულ კლუბს გადახედონ თავიანთ პოზიციას უახლოეს დღეებში.