ავტორიზაცია

შტუტგარტი მიუნხენის ბაიერნის მეკარით ინტერესდება

შტუტგარტი მიუნხენის ბაიერნის მეკარით ინტერესდება
თარიღი 18 ივლ 2023, 13:22
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე ალექსანდრ ნუბელი "შტუტგარტის" ინტერესთა სფეროშია. 

თავად ფეხბურთელი მზადაა შეცვალოს გუნდი, რადგან ამჟამინდელ გუნდში საკუთარი თავის პერსპექტივას ვერ ხედავს.

Bild-ის ცნობით, "შტუტგარტის" ხელმძღვანელობას ნუბელს იჯარით დამატება სურს. შვაბიელები მზად იყვნენ ნახევარი მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ მიუნხენელებმა ეს ვარიანტი უარყვეს. ბაიერნი მეკარის გაყიდვის დასრულებას ელოდება.

გასულ სეზონში ნუბელი "მონაკოში" იჯარით თამაშობდა. 26 წლის მეკარემ საფრანგეთის ჩემპიონატის 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 58 გოლი გაუშვა.