ავტორიზაცია

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ლუის სუარესი შესაძლოა სულ მალე კვლავ მესის თანაგუნდელი გახდეს

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ლუის სუარესი შესაძლოა სულ მალე კვლავ მესის თანაგუნდელი გახდეს
თარიღი 18 ივლ 2023, 22:23
ახლო მომავალში, ლუის სუარესი და ლეო მესი შესაძლოა ისევ თანაგუნდელები გახდნენ.

TyC Sports-ის ინფორმაციით, ბრაზილიური „გრემიოს“ ურუგვაელი ფორვარდის გადაბირებით „ინტერ მაიამი“ ინტერესდება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა ლეო მესის და სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერები და სულ მალე, ჟორდი ალბასაც გააოფიციალურებს.

მოლაპარაკებები სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით სრული სვლით მიმდინარეობს და „ინტერში“ მიიჩნევენ, რომ სუარესი მათ სულ მალე შეუერთდება.

ბრაზილიის ჩემპიონატში სუარესმა „გრემიოს“ მაისურით 12 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ივნისში იწერებოდა, რომ „ელ პისტოლერო" მუხლის პრობლემების გამო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამართლდა.