პსჟ არ ხუმრობს და მბაპეს ულტიმატუმის საბოლოო ვადა დაუსახელა, თუმცა ჯოკერი კილიანის ხელშია
„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს თამაშში აყოლას არ აპირებს.
როგორც ცნობილია, 24 წლის შემტევმა პარიზულ კლუბს ივნისში წერილი გაუგზავნა, რომელშიც აცნობა, რომ კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობას არ გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024-ში თავისუფალი აგენტი გახდება და უფასოდ წასვლა შეეძლება.
თუმცა, „პსჟ-ს“ პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ინტერვიუში აღიარა, რომ მბაპე გუნდს უფასოდ ვერ დატოვებს და ორი ვარიანტი აქვს: ან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, ან გუნდი ამ ზაფხულსვე დატოვოს.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული პრესის ინფორმაციით, მბაპეზე ამ განცხადებას შთაბეჭდილება არ მოუხდენია და ის კვლავაც გაისად უფასოდ აპირებს წასვლას, „პსჟ“ ძალიან კატეგორიულია.
L’Equipe-ს ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ მბაპეს 31 ივლისამდე მისცა დრო, რომ გადაწყვეტილება მიიღოს: ან კონტრაქტს ახანგრძლივებს, ან „პსჟ“ მას ფასს ოფიციალურად დაადებს და მსურველებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.
დღეს, ფეხბურთელმა შვებულების შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და როგორც AS იუწყება, ახალ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს თავისი სურვილი პირადადაც გაუმხილა - მას ამ სეზონში დარჩენა და კონტრაქტის ბოლომდე შესრულება უნდა.
უნდა ითქვას, რომ „პსჟ-ს“ მბაპეს წინააღმდეგ არანაირი ლეგალური ბერკეტი არ გააჩნია და თუ ფეხბურთელი ჯიუტად არც წასვლას დათანხმდება და არც კონტრაქტს გაახანგრძლივებს, კლუბს ამ შემთხვევაში ფეხბურთელის დაძალება არანაირი გზით არ შეუძლია.