ავტორიზაცია

რამდენია ლუის სუარესის გრემიოდან გამოსასყიდი თანხა?

რამდენია ლუის სუარესის გრემიოდან გამოსასყიდი თანხა?
თარიღი 19 ივლ 2023, 10:45
ლეო მესის, სერხიო ბუსკეტსის და ჟორდი ალბას ტრანსფერების დახურვის შემდეგ, „ინტერ მაიამის“ მომდევნო სამიზნედ ლუის სუარესი იქცა.

ურუგვაელი ლეგენდარული თავდამსხმელი ამჟამად ბრაზილიური „გრემიოსთვის“ უტევს და კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული.

სუარესის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მის ტრანსფერ მაიამიში და ნებისმიერ სხვა გუნდში მაქსიმალურად ართულებს.

„გრემიოს“ ფეხბურთელის გაშვება არ სურს და მის გამოსასყიდ თანხაზე მიუთითებს.

ბრაზილიის მიმდინარე ჩემპიონატში სუარესმა 12 მატჩში 4 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.