ავტორიზაცია

ლივერპული შესაძლოა ვერატისთვის ბრძოლაში ჩაერთოს

ლივერპული შესაძლოა ვერატისთვის ბრძოლაში ჩაერთოს
თარიღი 19 ივლ 2023, 10:57
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესებულია "პსჟ"-ს 30 წლის იტალიელი ნახევარმცველის მარკო ვერატის ტრანსფერით. ამის შესახებ L'Équipe იუწყება.

თუმცა, ახლა, გამოცემის ცნობით, ესპანურ კლუბს სავარაუდოდ კონკურენტები ეყოლება. ფეხბურთელის ინტერესს ორი ინგლისური კლუბი იჩენს, რომელთაგან ერთი "ლივერპული" გახლავთ.

მიუხედავად საუდის არაბეთის მაცდური ხელფასის შეთავაზებისა, ვერატი ევროპიდან წასვლის სურვილს ამ ეტაპზე არ გამოთქვამს.