მაჰრეზის გაყიდვის შემთხვევაში, რაფინია მანჩესტერ სიტის მთავარი სამიზნე იქნება
"ბარსელონას" ნახევარმცველი რაფინია დიასი შესაძლოა მალე "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს.
ჟურნალისტი სანტი აუნას თქმით, ბრაზილიელი "ქალაქელების" მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდება, თუ კლუბი საუდის არაბეთს რიად მაჰრეზს გაყიდის.
ბრაზილიელს "ბარსელონაში" დარჩენის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ "ბლაუგრანა" მზად იქნება ფეხბურთელი გაშვას 80-90 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში.