შეთანხმება შედგა: ობამეიანგი საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს
"მარსელმა" ლონდონის "ჩელსიდან" თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი შეათანხმა.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეები ტრანსფერზე სრულად შეთანხმდნენ.
ობამეიანგს "ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირზე მხოლოდ სამი გოლი აქვს გატანილი.