ავტორიზაცია

რიად მაჰრეზი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

რიად მაჰრეზი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
თარიღი 19 ივლ 2023, 21:30
„მანჩესტერ სიტის" ალჟირელი შემტევი რიად მაჰრეზი კარიერას საუდის არაბულ „ალ აჰლიში" გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს 24 საათში უნდა დაიხუროს.

„ალ აჰლი" მაჰრეზის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელმა კლუბთან პირად კონტრაქტზე წინა თვეშივე მოილაპარაკა.

საუდურ კლუბთან ალჟირელი შემტევი 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.