ავტორიზაცია

TOP: მსოფლიოს ყველაზე ფეხბურთელების ტრანსფერები პოზიციების მიხედვით

TOP: მსოფლიოს ყველაზე ფეხბურთელების ტრანსფერები პოზიციების მიხედვით
თარიღი 19 Jul 2023, 22:08
დღეს მიღწეული შეთანხმებით, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ იოშკო გვარდიოლი „ლაიფციგიდან“ „მან სიტიში“ გადასვლით ახალ რეკორდს დაამყარებს და ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება.

გთავაზობთ პოზიციების მიხედვით ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს და საიდან სად გადავიდნენ ისინი:

მეკარე: კეპა არისაბალაგა (80 მლნ ევრო, ბილბაოდან ჩელსიში)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი: (68 მლნ ევრო ინტერიდან პსჟ-ში), ჰარი მაგუაიერი (85 მლნ ევრო, ლესტერიდან მან იუნაიტედში), იოშკო გვარდიოლი (100+ მლნ ევრო, ლაიფციგიდან მან სიტიში), მარკ კულურელია (68.3 მლნ ევრო, ბრაიტონიდან ჩელსიში)

ნახევარმცველები: ენცო ფერნანდესი (ბენფიკადან ჩელსიში, 121 მლნ ევრო), დეკლან რაისი (116.6 მლნ ევრო, ვესტ ჰემიდან არსენალში), ფილიპე კოუტინიო (135 მლნ ევრო, ლივერპულიდან ბარსელონაში)

შემტევები: უსმან დემბელე (135 მლნ ევრო, დორტმუნდიდან ბარსელონაში), ნეიმარი (222 მლნ ევრო, ბარსელონადან პსჟ-ში), კილიან მბაპე (180 მლნ ევრო, მონაკოდან პსჟ-ში).
TOP.GE