ტრანსფერი დაიხურა - პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
პრემიერ ლიგის და კერძოდ „ჩელსის“ ვარსკვლავი პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გაბონელი ფორვარდის ტრანსფერი „მარსელში“ სრულიად დაიხურა.
„ჩელსი“ ფეხბურთელს უფასოდ უშვებს, რადგან ის გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში არ შედის. „მარსელთან“ ობამეიანგი 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ამაღამ, ობამეიანგი გერმანიაში გაემგზავრება და თანაგუნდელებს პრესეზონსი ტურნეში შეუერთდება, ხუთშაბათს კი ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი კონტრაქტსაც ოფიციალურად მოაწერს ხელს.