ავტორიზაცია

ვინ იქნება დინამო თბილისის მეტოქე კონფერენს ლიგაზე?

ვინ იქნება დინამო თბილისის მეტოქე კონფერენს ლიგაზე?
თარიღი 19 ივლ 2023, 22:55
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" საკუთარ მოედანზე "ასტანას" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

შესაბამისად, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლეს, სადაც მეტოქეც ცნობილია.

"დინამო თბილისის" მეტოქე კონფერენს ლიგაზე მალტური "ჰამრუნი" იქნება, რომელმაც "მაკაბისთან" ორი მატჩის ჯამში 6:1 წააგო.

ცნობილია, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა მალტაში, 25 ივლისს შედგება, განმეორებით კი პირველი მატჩიდან ერთ კვირაში, "დინამო არენაზე."