ავტორიზაცია

ასტონ ვილა მზადაა დიაბისთვის 50 მილიონი ევრო გადაიხადოს

ასტონ ვილა მზადაა დიაბისთვის 50 მილიონი ევრო გადაიხადოს
თარიღი 20 ივლ 2023, 12:17
"ასტონ ვილა" ლევერკუზენის "ბაიერის" გარემარბის, მუსა დიაბის ტრანსფერისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ლევერკუზენელებმა უარყვეს ინგლისელთა წინა წინადადებები, მოგვიანებით კი ბრძოლაში საუდის არაბეთის "ალ-ნასრი" ჩაერთო, რამაც ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელს სიტუაციაც გაურთულა. 

ჟურნალისტ ფაბრის ჰოკინსის თქმით, "ასტონ ვილა ახლა მზადაა გადაუხადოს "ბაიერს" დიაბისთვის საჭირო 50 მილიონი ევრო. კლუბებმა მალე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. 

"ალ-ნასრი" ასევე აპირებს ფორმალური შეთავაზების გაგზავნას და ამგვარად, 24 წლის ფრანგს არჩევანი ორ ვარიანტს შორის მოუწევს.

მუსა დიაბიმ გასულ სეზონში ლევერკუზენის "ბაიერში" 48 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.