ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა: ჰარვი ბარნსი ნიუკასლში ითამაშებს

შეთანხმება შედგა: ჰარვი ბარნსი ნიუკასლში ითამაშებს
თარიღი 20 ივლ 2023, 11:43
"ლესტერის" ფეხბურთელი ჰარვი ბარნსი მომავალი სეზონიდან "ნიუკასლში" ითამაშებს.

"კაჭაკები" რამდენიმე კვირაა აწარმოებდნენ მოლაპარაკებას 25 წლის ფეხბურთელზე და დღეს, როგორც ჟურნალისტმა დევიდ ორნშტეინმა შეიტყო, კლუბებმა გარიგების პირობებზე შეთანხმება მოახერხეს. 

ბარნსის ტრანსფერი "ნიუკასლს" დაახლოებით 38 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 44 მილიონი ევრო) დაუჯდება. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უმოკლეს ვადაში გაფორმდება.

ჰარვი ბარნსმა ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო გათამაშებაში "ლესტერში" 34 მატჩში 13 გოლი გაიტანა.