ავტორიზაცია

პსჟ რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერით ინტერესდება

პსჟ რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 20 ივლ 2023, 12:32
დანიელი ფორვარდი რასმუს ჰოილუნდი, რომელზეც აქტიურად ნადირობს ინგლისური მანჩესტერ "იუნაიტედი", ასევე ფრანგული "პსჟ" ინტერესდება. 

The Athletic-ის ცნობით, ფეხბურთელი ინგლისში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული. 

"ატალანტას" სურს მოთამაშის ტრანსფერით მინიმუმ სამოცდაათი მილიონი ევროს გამომუშავება, მანჩესტერ "იუნაიტედი" კი არ არის მზად ასეთი თანხის დახარჯვისთვის.

წყაროს ცნობით, გუნდი რომელიც ფეხბურთელში დიდი თანხას გადაიხდის შეიძლება "პსჟ" იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ კლუბი გაყიდის მბაპეს.