ავტორიზაცია

კლოპი: "გერმანიის ნაკრების გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერს ხელს ჩემი ლივერპულისადმი ერთგულება უშლის"

კლოპი: "გერმანიის ნაკრების გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერს ხელს ჩემი ლივერპულისადმი ერთგულება უშლის"
თარიღი 22 Jul 2023, 00:04
იურგენ კლოპმა უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა ჩაიბაროს გერმანიის ნაკრები.

გერმანელ სპეციალისტს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

„გერმანიის ნაკრებში მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივია, ეს ეჭვგარეშეა. მაგრამ, ყველაფერს ჩემი ერთგულება უშლის ხელს.

არ შემიძლია ახლა წავიდე „ლივერპულიდან“ და ვთქვა, რომ მოკლე დროით გერმანიის ნაკრებს ჩავიბარებ. ჯერ ერთი ეს ასე არ მუშაობს, მერე კიდევ, მსგავსი საკითხი არც დგას.

თუ რაღაც მომენტში ნაკრების ჩაბარების შესაძლებლობა მომეცემა, მე აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა ვიყო, ახლა კი ეს ასე არ არის. მე კლუბის წინაშე ვარ პასუხისმგებელი.“, - აღნიშნა კლოპმა.