𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ლივერპულის კაპიტანი საუდის არაბეთში სტივენ ჯერარდს შეუერთდება
„ლივერპულის" კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ „ალ ეტიფაქში" გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, კლუბებმა ინგლისელი ნახევარმცველის ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. საუდური კლუბი 33 წლის ნახევარმცველში 12 მილიონ ფუნტს (+ ბონუსები) გადაიხდის.
ამჟამად, იურისტები საბუთებს ამოწმებენ, რის შემდეგაც შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება და ჰენდერსონი „ალ ეტიფაქის" ფეხბურთელი გახდება.
თავად ფეხბურთელს კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება უკვე შეთანხმებული აქვს, ახალ გუნდში ის თავისთვის კარგად ნაცნობ სტივენ ჯერარდს შეუერთდება, რომელმაც „ალ ეტიფაქი" რამდენიმე კვირის წინ მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაიბარა.