𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: პსჟ აღარ ხუმრობს - პარიზელებმა მბაპე იაპონიაში არ გაიყოლეს
"პარი სენ-ჟერმენმა" მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო: კილიან მბაპე გუნდს იაპონიაში არ გაყვება.
ყველა ავტორიტეტული გამოცემა ერთხმად იტყობინება, რომ პარი სენ-ჟერმენმა ფრანგი შემტევი განაცხადს მიღმა დატოვა და ულტიმატუმიც წაუყენა.
მბაპე ვეღარ ითამაშებს პსჟ-ს მაისურით იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს: ან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, ან წელსვე დატოვოს გუნდი.
პარიზელები ფიქრობენ, რომ მბაპეს "რეალთან" 2024 წლისთვის აქვე შეთანხმება, ამიტომ მისი უფასოდ დაკარგვა არ სურთ და გადაწყვეტილების მიღებას აჩქარებენ.
როგორც ფრანგული L'Equipe წერს, ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული და რამდენიმე კლუბმა მათთან მბაპეს თაობაზე დაკავშირება უკვე სცადა.
არის შანსი, მბაპემ პსჟ-ს მაისურით აღარასოდეს ითამაშოს.