The Athletic: პსჟ-მ კილიან მბაპეს სატრანსფერო ფასი დაასახელა
"პსჟ"-მ კილიან მბაპე იმ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა, რომლის გაყიდვაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში იგეგმება.
ლიგა 1-ს მოქმედ გამარჯვებულს თავდამსხმელის გაყიდვა ამ ზაფხულს იმის გამო სურს, რომ ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს.
ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი კონტრაქტი 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი და პარიზელებს არ სურთ მბაპესთან უფასოდ განშორება.
როგორც The Athletic-ისთვის გახდა ცნობილი, "პსჟ"-მ 24 წლის მბაპეს სხვა მოცემულობასთან შედარებით დაბალი ფასი დაადო.
როგორც The Athletic-ისთვის გახდა ცნობილი, "პსჟ"-მ 24 წლის მბაპეს სხვა მოცემულობასთან შედარებით დაბალი ფასი დაადო.
საფრანგეთის ჩემპიონებს ფეხბურთელის ტრანსფერში 100 მილიონ ევროზე მეტის გამომუშავება სურთ, მაგრამ 200 მილიონზე ან მსგავს გიჟურ ციფრებზე არ არის საუბარი.