უსმან დემბელემ უარი თქვა ალ-ნასრში გადასვლაზე
"ბარსელონას" თავდამსხმელმა უსმან დემბელემ უარი თქვა საუდის არაბეთის "ალ-ნასრში" გადასვლაზე. ამის შესახებ Footmercato იტყობინება.
წყაროს ცნობით, "ალ-ნასრი" მზად იყო 26 წლის ფრანგი 50 მილიონ ევროდ ეყიდა, თავად დემბელეს კი 200 მილიონ ევროდ ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. თუმცა, ფეხბურთელმა საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი თქვა.
დემბელე "ბარსელონას" მაისურს 2017 წლიდან ირგებს. ფრანგ ფეხბურთელს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში დემბელემ "ბარსელონას" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.