პსჟ-მ კილიან მბაპეს მინიმალური სატრანსფერო ფასი დაასახელა
"პსჟ"-ს მფლობელებმა გადაწყვიტეს, თუ რა მინიმალური თანხა უნდა მიიღონ კილიან მბაპეს ტრანსფერიდან.
Lequipe-ის ცნობით, საფრანგეთის ჩემპიონი 24 წლის ფეხბურთელს 150 მილიონ ევროდ აფასებს.
მანამდე პარიზულმა გუნდმა მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა. კლუბი აპირებს ან გაახანგრძლივოს შრომითი ხელშეკრულება ფეხბურთელთან, ან გაყიდოს იგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
მანამდე პარიზულმა გუნდმა მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა. კლუბი აპირებს ან გაახანგრძლივოს შრომითი ხელშეკრულება ფეხბურთელთან, ან გაყიდოს იგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
თავდამსხმელს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.