პსჟ-ს პრეზიდენტი მბაპეს სხვა შეთავაზებების განხილვას სთხოვს, კილიანს მხოლოდ რეალი უნდა
პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი კილიან მბაპეს სთხოვს, კლუბის ხელთ არსებული შემოთავაზებები განიხილოს.
როგორც ცნობილია, ფრანგი ფეხბურთელით ჩელსი, ერთი დაუსახელებელი ინგლისური გუნდი და საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებიან. საუდელები მზად არიან, მბაპესთვის სატრანსფერო რეკორდიც დაამხონ, რომელიც დღემდე ნეიმარს ეკუთვნის - 222 მილიონი ევრო.
L'Equipe-ს ინფორმაციით, პსჟ-ს პრეზიდენტი მბაპეს სთხოვს, რომელიმე შემოთავაზება მაინც განიხილოს, თუმცა პრაქტიკულად ნულია შანსი იმის, რომ კილიანი ამ ზაფხულს რეალის გარდა სადმე გადასვლას დათანხმდეს.
დღეს დაიწერა, რომ მბაპეს სანაცვლოდ პსჟ-ს დაახლოებით 150 მილიონი ევროს მიღება სურს.