𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: პრემიერ ლიგის კიდევ ერთი ვარსკვლავი საუდის არაბეთში 26 წლის ასაკში წავიდა
ნიუკასლის შემტევი ალან სენტ-მაქსიმენი კარიერას საუდის არაბეთის ალ-აჰლიში გააგრძელებს.
კლუბებმა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, ალ-აჰლი 26 წლის შემტევში 25 მილიონ ევროს გადაიხდის.
მხარეებს შორის შეთანხმება დაიხურა, სენტ-მაქსიმენმა კი ახალი გუნდისთვის სამედიცინი შემოწმების პირველი ნაწილი უკვე გაიარა.
ალ-აჰლიში ფრანგი რიად მაჰრეზს, რობერტო ფირმინოს და ედუარდ მენდის შეუერთდება.