მაროკოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ყატარში ითამაშებს

მაროკოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ცენტრალურმა მცველმა რომენ საისმა სტამბოლის "ბეშიქთაში" დატოვა და ყატარის "ალ-სადს" შეუერთდა.
გარიგების შესახებ ინფორმაციას ყატარული გუნდის პრესსამსახური ავრცელებს, რომელთანაც მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ავტორიტეტული პორტალი Transfermarkt-ის ცნობით, "ბეშიქთაშმა" 32 წლის ფეხბურთელის გაყიდვიდან 2,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ავტორიტეტული პორტალი Transfermarkt-ის ცნობით, "ბეშიქთაშმა" 32 წლის ფეხბურთელის გაყიდვიდან 2,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.