ავტორიზაცია

ბარსელონა მბაპეს სანაცვლოდ მზადაა რამდენიმე ფეხბურთელი დათმოს

ბარსელონა მბაპეს სანაცვლოდ მზადაა რამდენიმე ფეხბურთელი დათმოს
თარიღი 24 ივლ 2023, 16:27
კატალონიურ "ბარსელონას" საკუთარ რიგებში საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ვარსკვლავი კილიან მბაპეს ხილვა სურს. ამის შესახებ Lequipe-ის ჟურნალისტები იუწყებიან.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" 24 წლის ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბარი ჩანიშნა. 

"ბარსელონა" მზადაა გარიგების ფარგლებში პარიზელებს შესთავაზოს თავისი რამდენიმე ფეხბურთელი, რადგან ტრანსფერის განსახორციელებლად ფული არ აქვთ.