ავტორიზაცია

ჯუღელი ნაპოლის მატჩს დაესწრო და პრეზიდენტის გვერდით იჯდა - რა იყო შეხვედრის მიზეზი?

ჯუღელი ნაპოლის მატჩს დაესწრო და პრეზიდენტის გვერდით იჯდა - რა იყო შეხვედრის მიზეზი?
თარიღი 24 ივლ 2023, 23:59
დღეს გამართული ამხანაგური მატჩი "ნაპოლისა" და "სპალს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და თამაშში აქტიურად ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ესწრებოდა, რომელიც "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გვერდით იჯდა.

დე ლაურენტისსა და ჯუღელს შორის შეხვედრა შედგა. იტალიური პრესა ამ შეხვედრის მიზეზის ორ ვერსიას ვარაუდობს.

პირველი და მთავარი კონტრაქტის გახანგრძლივებაა, რაზეც საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა კვარაცხელიას ჯერ ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია.

იტალიელები ვარაუდის დონეზე გამოთქვამენ ეჭვს, რომ ჯუღელის ნეაპოლში ვიზიტი "ნიუკასლის" ინტერესს უკავშირდება, რათა პრეზიდენტთან გაიაროს დეტლაები, რა სურს კლუბს.