ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: კილიან მბაპეს ოჯახი და გარემოცვა მზად არის საუდის არაბეთის შეთავაზებას დათანხმდეს

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: კილიან მბაპეს ოჯახი და გარემოცვა მზად არის საუდის არაბეთის შეთავაზებას დათანხმდეს
თარიღი 25 ივლ 2023, 21:24
როგორც გუშინდელი დღიდან არის ცნობილი, საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი" „პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავს კილიან მბაპეს გიჟური შეთავაზებით იზიდავს თავისთან.

საუდელები პარიზულ კლუბს 300 მილიონ ევროს სთავაზობენ, თავად ფეხბურთელს კი, ყველა ბონუსის და დამატებითი შემოსავლის ჩათვლით, 700 მილიონ ევროს, თანაც მხოლოდ ერთ წელიწადში. ისინი მზად არიან, მბაპე გაისად მადრიდის „რეალში" სრულიად უფასოდ გაუშვან.

ცნობილი ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ კილიან მბაპეს ოჯახი და გარემოცვა მზად არის ამ შემოთავაზებას დათანხმდეს.

თუმცა, აქვე იტალიელი იმასაც განმარტავს, რომ საბოლოო სიტყვა ფეხბურთელზეა, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და დაფიქრებას აპირებს.

არ გამოირიცხება ვარიანტიც, რომ „პსჟ-დან" წასვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, მბაპეს მთელი სეზონი სკამზე ან სულაც ტრიბუნაზე ჯდომა მოუწევს, რადგან კლუბი მისი დასჯის ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ამას განიხილავს.