ბაიერნი რეალს ფრანგი ნახევარმცველის თაობაზე დაეკონტაქტა, თუმცა ორმაგი უარი მიიღო
როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, მიუნხენის „ბაიერნი“ მადრიდის „რეალს“ საყრდენი ნახევარმცველის, ორელიან ჩუამენის თაობაზე დაუკავშირდა.
თომას ტუხელს მიუნხენურ გუნდში ახალი „ექვსიანის“ ხილვა სურს და ამ პოზიციაზე იდეალურ ვარიანტად „რეალის“ ფრანგი ფეხბურთელი ესახება, რომელიც მადრიდელებმა გასულ ზაფხულს „მონაკოდან“ 80 მილიონ ევროდ დაიმატეს.
თუმცა, წყაროს ცნობით, მიუხედავად „ბაიერნის“ და პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესისა, ჩუამენის „რეალის“ დატოვება არ სურს და მადრიდულ კლუბში თავისი ადგილისთვის ბრძოლას აპირებს.
თავის მხრივ, ჩუამენის გაყიდვა არ შედის არც კლუბის გეგმებში, რომელიც ახალგაზრდა საყრდენს მომავლის პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად აღიქვამს.