ბაიერნი მზადაა ესპანელ მეკარეში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს
"ბრენტფორდის" ესპანელი მეკარე დავიდ რაია მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო სამიზნეა.
როგორც ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთვის გახდა ცნობილი, გერმანიის ჩემპიონი 27 წლის ესპანელს მანუელ ნოიერის მემკვიდრედ განიხილავს.

მიუნხენის გრანდი მზადაა ტრანსფერში დაახლოებით 45 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რაია "ბრენტფორდში" 2019 წლის ივლისიდან თამაშობს. მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების ვადა კი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ინგლისის ჩემპიონატის ბოლო სეზონში რაიამ 38 მატჩი ჩაატარა. მეკარემ 46 გოლი გაუშვა, 11 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.