საუდელები არ ნებდებიან - ალ ჰილალის დელეგაცია პარიზში მბაპეს დასარწმუნებლად ჩავიდა
ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის დელეგაცია ამ კვირაში პარიზში იმყოფება.
საუდელების მთავარი მიზანია - დაარწმუნონ კილიან მბაპე მათთან ერთი წლით გადასვლაში.
„ალ ჰილალი“ „პარი სენ-ჟერმენს“ მბაპეში 300 მილიონ ევროს სთავაზობს, თავად მბაპეს კი ერთწლიან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, ამ ერთ სეზონში, ყველა ბონუსის გათვალისწინებით, კილიანს დაახლოებით 700 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლება და გაისად თავისუფალი აგენტიც გახდება.
ფეხბურთელი ამ დრომდე ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, თუმცა დელეგაციას იმედი აქვს, რომ კილიანს დაიყოლიებენ და მინიმუმ ერთი წლით მაინც თავისთან წაიყვანენ.
„პსჟ-ში“ კი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ მბაპეს „რეალთან“ 2024 წლის უფასო ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.