ავტორიზაცია

ბაიერნმა და ტოტენჰემმა დაგეგმეს შეხვედრა კეინის ტრანსფერის დასაჩქარებლად

ბაიერნმა და ტოტენჰემმა დაგეგმეს შეხვედრა კეინის ტრანსფერის დასაჩქარებლად
თარიღი 27 Jul 2023, 15:59
მიუნხენის "ბაიერნს" სურს დააჩქაროს თავდამსხმელი ჰარი კეინის სატრანსფერო გარიგება. 

ჟურნალისტი კრისტიან ფალკის ინფორმაციით, "ბაიერნის" წარმომადგენლებმა ხვალ სპურსის პრეზიდენტ დანიელ ლევისთან შეხვედრა დანიშნეს, რათა ინგლისელის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

"სპურსის" ფორვარდმა "ბაიერნთან" პირად პირობებს უკვე შეუთანხმდა და მიუნხენში გადასვლა მისი პრიორიტეტია.

კეინს "ტოტენჰემთან" კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი, მაგრამ კლუბი ფეხბურთელისთვის 100 მილიონ ევროს ითხოვს.