ავტორიზაცია

მარკინიოსმა პსჟ შესაძლოა მბაპეს მხარდაჭერის გამო დატოვოს

მარკინიოსმა პსჟ შესაძლოა მბაპეს მხარდაჭერის გამო დატოვოს
თარიღი 28 ივლ 2023, 12:31
"პარი სენ-ჟერმენის" კაპიტანმა და მცველმა მარკინიოსმა შესაძლოა კლუბი თავდამსხმელ კილიან მბაპეს მხარდაჭერის გამო დატოვოს. 

ბრაზილიელმა პარტნიორს გამორჩეული ფეხბურთელი უწოდა და მისი გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

Sports Zone-ის ცნობით, ამ სიტყვებმა პარიზული გუნდის ხელმძღვანელობა გააბრაზა. 

"პსჟ"-ს მფლობელები მზად არიან გაყიდონ მარკინიოსი, თუ მის ტრანსფერზე კარგი შეთავაზება იქნება მიღებული.

მცველი ფრანგულ გუნდში 2013 წლიდან თამაშობს. მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.