ავტორიზაცია

BREAKING: უსმან დემბელე პსჟ-ში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

BREAKING: უსმან დემბელე პსჟ-ში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
თარიღი 28 ივლ 2023, 17:17
"პსჟ" "ბარსელონას" გარემარბით, უსმან დემბელეს ტრანსფერით არის დაინტერესებული.

RMC SPORT-ის ცნობით, "პსჟ" ფრანგის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა! ტრანსფერზე მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის აქტიურად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 1 აგვისტოდან დემბელეს ბარსასთან კონტრაქტში გათავისუფლების პუნქტი 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება (ივნისში და ივლისში ეს თანხა 50 მილიონს შეადგენს), ხოლო ფეხბურთელის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემბელე არ აპირებს "ბარსელონას" დატოვებას და რომ კლუბი აწარმოებს მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.