ნაპოლი თავდამსხმელს ტრანსფერზე დააყენებს
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ირვინგ ლოზანომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. ამის შესახებ Football-Italia იტყობინება.
ნეაპოლიტანური კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში აპირებს მექსიკელი ფეხბურთელის გაყიდვას, რათა მომავალ ზაფხულს უფასოდ არ დაკარგოს.

ლოზანოსა და იტალიურ კლუბს შორის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.
მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირვინგის ტრანსფერით ამერიკული კლუბი "ლოს ანჯელესი" იყო დაინტერესებული. თავდამსხმელი ნაპოლიში 2019 წლიდან თამაშობს.
გასულ სეზონში ლოზანომ იტალიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.