ფაბრიციო რომანო: "პსჟ ლივერპულის შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდებოდა, მაგრამ არის ერთი პრობლემა"
მორიგი „აფდეითები“ კილიან მბაპეზე ფაბრიციო რომანოსგან.
მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცნობილია კილიან მბაპეს „რეალში“ წასვლის სურვილის შესახებ, გარკვეული მედია მაინც აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ ფორვარდი შესაძლოა „ლივერპულში“ აღმოჩნდეს. მაგალითად, შაბათს The Mirror-ი წერდა, რომ მერსისაიდული კლუბი ფრანგი ფეხბურთელის იჯარით წაყვანის „სენსაციურ“ შემოთავაზებას ამზადებს.
როგორც აღმოჩნდა, ამ ჭორებში სიმართლის მარცვალი მაინც დევს, თუ ფაბრიციო რომანოს დავუჯერებთ. თუმცა, თითქმის გარანტირებულია, რომ მბაპეს ინგლისში, მინიმუმ მომდევნო რამდენიმე წელი მაინც, ნამდვილად ვერ ვიხილავთ.
„ინგლისიდან „ლივერპულის“ იჯარის შეთავაზების შესახებ ცნობები მივიღე. რამდენადაც მე ვიცი, „პსჟ“ ნებისმიერ ინგლისურ კლუბთან მზად არის გამოსავალი მოიძიოს, თუმცა ისინი თავადვე ხვდებიან, რომ მბაპეს მხოლოდ მადრიდის „რეალში“ სურს გადასვლა და არანაირ სხვა ვარიანტს არ განიხილავს. სწორედ ამიტომ, არანაირი საუბრები, რომ რომელიმე ინგლისური კლუბი მბაპეს ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, სიმართლეს არ შეესაბამება.“, - აცხადებს ტრანსფერების იტალიელი გურუ.