გიორგი მიქაუტაძე ამჯერად ლა ლიგის კლუბს დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით არაერთი ევროპული კლუბი ინტერესდება.
diariodecadiz-ს ცნობით, კიდევ ერთი გუნდი რომელსაც ქართველი ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება ესპანური "კადისი" გახლავთ.
diariodecadiz-ს ცნობით, კიდევ ერთი გუნდი რომელსაც ქართველი ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება ესპანური "კადისი" გახლავთ.
გამოცემის ცნობით, ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელზე ინფორმაცია მოიძიეს და გუნდის სიაში ქართველი ერთ-ერთი კანდიდატია.
წყაროს თანახმად, 31 აგვისტომდე სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, მიქაუტაძის სატრანსფერო ფასის მიუხედავად (20 მილიონი) არაფრის გამორიცხვა შეიძლება.