ავტორიზაცია

მილანმა შესაძლოა ნახევარმცველი გერმანულ კლუბს მიჰყიდოს

მილანმა შესაძლოა ნახევარმცველი გერმანულ კლუბს მიჰყიდოს
თარიღი 31 ივლ 2023, 12:00
ნახევარმცველმა იასინ ადლიმ შესაძლოა "მილანი" დატოვოს და კარიერა გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელოს. 

სოციალური მედიის ინსაიდერის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 23 წლის ფრანგი მოთამაშის ტრანსფერით ფრანკფურტის "აინტრახტია" დაინტერესებული.

ადლი "როსონერის" მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის გეგმებში არ შედის და ამიტომ მისი ტრანსფერი ამ ზაფხულს საკმაოდ სავარაუდოა.

"მილანი" მზად არის გაყიდონ ფეხბურთელი, თუ მის სანაცვლოდ 7-8 მილიონ ევროს შესთავაზებენ.