ავტორიზაცია

იუვენტუსის ვარსკვლავმა უარყო საუდის არაბეთის შეთავაზება

იუვენტუსის ვარსკვლავმა უარყო საუდის არაბეთის შეთავაზება
თარიღი 31 ივლ 2023, 11:44
"იუვენტუსის" გარემარბმა ფედერიკო კიეზამ საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლაზე უარი თქვა.

25 წლის ფეხბურთელს „ბიანკონერის“ მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. 

ინსაიდერის ნიკოლო სკირას თქმით, კიეზამ გასულ თვეში მიიღო შეთავაზება საუდის არაბეთის ჩემპიონატიდან, მაგრამ უარი თქვა შეთავაზებაზე.