ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: უსმან დემბელემ პსჟ-ს თანხმობა განუცხადა

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: უსმან დემბელემ პსჟ-ს თანხმობა განუცხადა
თარიღი 31 ივლ 2023, 03:38
"ბარსელონას" ფეხბურთელმა უსმან დემბელემ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერის ბედი თავად გარემარბის ხელში იყო, რადგან პარიზელები ბარსელონას კომპენსაციის 50 მილიონი ევროს გადახდაზე უკვე შეთანხმდნენ. 

ჟურნალისტ სანტი აუნას ცნობით, დემბელემ პარიზულ გუნდს უთხრა დიახ. მხარეები შეთანხმდნენ კონტრაქტზე, რომელიც 2028 წლამდე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფრანგის "ბარსელონასთან" მოქმედ შრომით ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 50 მილიონი ევროს კომპენსაციის სახით, თანხის ნახევარი ფეხბურთელს გადაეცემა. 

ამრიგად, "პსჟ"-ს გამოსასყიდი თანხის გადახდის ვადა დღის ბოლომდე აქვს, 31 ივლისის შემდეგ ფრანგის ტრანსფერის გამოსყიდვა უკვე 100 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.