ავტორიზაცია

დე ხეამ საუდის არაბეთიდან ორი შეთავაზება მიიღო

დე ხეამ საუდის არაბეთიდან ორი შეთავაზება მიიღო
თარიღი 31 ივლ 2023, 12:07
ცნობილ ესპანელ მეკარეს დავიდ დე ხეას, რომელიც მანჩესტერ "იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია, საუდის არაბეთის ჩემპიონატში კარიერის გასაგრძელებლად ორი ვარიანტი აქვს, იტყობინება ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

ჟურნალისტის თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

ამასთან, პოტენციური 
კლუბების ვინაობა არ სახელდება.

32 წლის ესპანელმა გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა. დე ხეამ 43 გოლი გაუშვა და 18 მატჩში კარი მშრალად შეინახა.