დემბელემ ზოგიერთ თანაგუნდელს უკვე უთხრა, რომ პსჟ-ში მიდის
"ბარსელონას" თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ზოგიერთ თანაგუნდელს უთხრა, რომ ის ტოვებს "ბლაუგრანას" და "პსჟ"-ს შეუერთდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელენა კონდისი წერს.
შეგახსენებთ, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემბელე "პსჟ"-სთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა.
შეგახსენებთ, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემბელე "პსჟ"-სთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა.
პარიზული გუნდი მზად არის გადაიხადოს 50 მილიონი ევროს გათავისუფლების პუნქით გათვალისწინებული თანხა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხვალ ეს თანხა შეიძლება გაორმაგდეს, რადგან 1 აგვისტოდან ფეხბურთელის კონტრაქტში "ბარსელონასთან" ახალი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
"პსჟ" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა სამართლებრივი ნიუანსი რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს.
თუ ტრანსფერი განხორციელდება, 50 მილიონი ევროდან გათავისუფლების პუნქტის ნახევარი დემბელეს გადაეცემა.
თუ ტრანსფერი განხორციელდება, 50 მილიონი ევროდან გათავისუფლების პუნქტის ნახევარი დემბელეს გადაეცემა.