მარსელ ლიჩკა: "საზონოვის და ზახარიანის შენარჩუნება მსურს"
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" მცველი საბა საზონოვი დიდი ალბათობით კარიერას "ლიონში" გააგრძელებს.
მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა მარსელ ლიჩკამ მისი გუნდიდან საბა საზონოვისა და არსენ ზახარიანის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.
"მწვრთნელის საქმიანობის ნაწილია, როდესაც მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შეიძლება წავიდეს. როგორც მწვრთნელმა, შემიძლია ვთქვა, რომ საზონოვს და ზახარიანის შენარჩუნება მსურს, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, მათ მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ, რათა ყველაფერი გამოუვიდეთ.

იმ შემთხვევაში თუ საბა ლიონში გადავა, ეს მისი კარიერისთვის წინ გადადგმული ერთი კი არა, სამი ნაბიჯი იქნება. ", - თქვა ლიჩკამ რუსულ მედიასთან საუბარში.