ავტორიზაცია

ლივერპულმა ლავიაზე ახალი შეთავაზება გააკეთა - საუთჰემპტონის პოზიცია ცნობილია

ლივერპულმა ლავიაზე ახალი შეთავაზება გააკეთა - საუთჰემპტონის პოზიცია ცნობილია
თარიღი 01 აგვ 2023, 17:47
"ლივერპული" აგრძელებს მუშაობას "საუთჰემპტონის" ნახევარმცველ რომეო ლავიას შეძენაზე. 

როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, "მერსისაიდნელებმა" 19 წლის ფეხბურთელის თაობაზე ახალი შეთავაზება გააკეთა.

წყაროს ცნობით, "ლივერპულმა" ლავიას 42 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 49 მილიონი ევრო) შესთავაზა. 

უკვე ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში "საუთჰემპტონი" შეთავაზებას უარყოფს, რადგან კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 58 მილიონი ევრო) მიღება სურს.