ბუფონმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ამის შესახებ უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოაცხადებს
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ მალე გამოაცხადებს.
როგორც Football Italia ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოზე დაყრდნობით იუწყება, 45 წლის ბუფონი გეგმავს უახლოეს მომავალში "პარმასთან" კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას და კარიერის დასრულების შესახებ განცხადის გაკეთებას.
აღსანიშნავია, რომ ბუფონს "პარმასთან" მოქმედი შრომითი კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებს.
კარიერის განმავლობაში ბუფონი სამ კლუბში თამაშობდა. "პარმას" გარდა, ჯანლუიჯი "იუვენტუსსა" და "პსჟ"-ში თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ ბუფონმა იტალიის ნაკრებში 176 თამაში ჩაატარა. 2006 წელს კი სკუადრა აძურასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.