ავტორიზაცია

კესის არჩევანის გაკეთება ორ კლუბს შორის მოუწევს

კესის არჩევანის გაკეთება ორ კლუბს შორის მოუწევს
თარიღი 02 Aug 2023, 01:47
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფრანკ კესიმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს.

კოდ-ივუარელი, რომელმაც უკვე გადაწყვიტა "ბლაუგრანას" დატოვება, ამჟამად არჩევანის გაკეთება "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის მოუწევს, იუწყება ჟურნალისტი გარი ჯეიკობი.

ფრენკ კესიმ "ბარსელონას" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.