ფელიქსი თითქმის არ ურთიერთობს ატლეტიკოს სხვა მოთამაშეებთან
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელს ჟოაო ფელიქსს კლუბის შეცვლა სურს.
პორტუგალიელი ვარჯიშზე და სხვა გუნდურ ღონისძიებებზე დეპრესიულად და უკმაყოფილოდ გამოიყურება, აღნიშნავს გაზეთი Marca.

წყაროს ცნობით, 23 წლის თავდამსხმელი გუნდს მოწყვეტილია და თანაგუნდელებთან თითქმის არ ურთიერთობს. ფეხბურთელი ელოდება მისი მომავლის გარკვევას.
შეგახსენებთ, რომ ციტა ხნის წინ ჟოაო ფელიქსმა "ბარსელონაში" თამაშის სურვილი გამოთქვა, მაგრამ კატალონიურ კლუბს ფეხბურთელისთვის მოთხოვნილი თანხის გადახდა გაუჭირდება.