ავტორიზაცია

პსჟ-მ ვერატის სატრანსფერო ფასი დაასახელა

პსჟ-მ ვერატის სატრანსფერო ფასი დაასახელა
თარიღი 02 აგვ 2023, 13:23
"პსჟ"-მ გადაწყვიტა რა თანხის სანაცვლოდ დათმობს იტალიელ ნახევარმცველ მარკო ვერატის.

საუდის არაბეთის კლუბები "ალ-ჰილალი" და "ალ-აჰლი" დაინტერესებულნი არიან 30 წლის ნახევარმცველის შეძენით, იტყობინება RMC Sport. 

პარიზელები მზად არიან გაუშვან მარკო, თუ მის სანაცვლოდ 50-60 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თავად ვერატი "ალ-ჰილალში" გადასვლას ამჯობინებს.

იტალიელი "პსჟ"-ში 2012 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

ვერატიმ გასულ სეზონში ლიგა 1-ში 29 მატჩი ჩაატარა, ათი ყვითელი ბარათი მიიღო და ერთხელაც გააძევეს.