ოფიციალურად: გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის ფეხბურთელია
23 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისური "უოტფორდის" ფეხბურთელია.
ამ ინფორმაციას ოფიციალურად ბელგიური "გენტის" და "უოტფორდის" ოფიციალური ვებ-გვერდები ადასტურებენ.
ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპის გუნდის რიგებს იჯარის წესით შეუერთდა, "უოტფორდს" ქართველი მოთამაშის ტრანსფერის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ბოლო ორი სეზონი იჯარის წესით ბრატისლავას "სლოვანში" გაატარა.
რომელთან ერთადაც უკანასკნელ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა და კონფერენსიგის მორვედფინალურ ეტაპზე ითამაშა.